21:26 04.07.2020
„რატომ ნიშნავთ თანამდებობებზე ისეთებს, რომლებიც ივანიშვილის სიკეთეებსაც კი არ უფრთხილდებიან - ამომრჩეველი გაიზარდა, ბატონო ბიძინა და მიხედეთ კადრებს, მიხედეთ“

ირაკლი ლატარიას პოსტი:

 

ჩემს მეგობარს ედო პოსტი, თუ როგორ ეხმარება ივანიშვილი კახეთში ხალხს, როგორ ასაქმებს მათ ვენახებში და რამხელა ხელფასებს უხდის. მგონი არავინ იცის ეგ ამბები, მაგრამ აქ სხვა რამე მაგიჟებს. კაცი ამდენს ეხმარება ხალხს თან ისე, რომ არსად ამაზე არავინ საუბრობს და მაინც ამის ფონზე, რეგიონში ან მერი, ან გამგებელი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, ან/და ისე მუშაობს, რომ მაინც ვიღაცეები არიან ბიძინას წინააღმდეგ. ლამისაა ჩავიდე რამდენიმე რეგიონში და მერი და გამგებელი გამოვიყვანო და საქვეყნოდ ვაგინო. მაგიჟებს უკვე ეს ყველაფერი, კაცი ასე ეხმარებოდეს რეგიონებს და იქ ოცნებას უჭირდეს მოგება, არის სრული მარაზმი. როგორც გავიგე, ბიძინა ივანიშვილი თელავშიც თითქმის მთლიან რეგიონს ეხმარება, დაასაქმა თითქმის მთელი თელავი და ამუშავებს ვენახებში და ძალიან მაღალი ანაზღაურებაც აქვთ ყველას და ამის ფონზე კარგად გვახსოვს რომ თელავი ნაციონალურმა მოძრაობამ მოუგო სალომე ზურაბიშვილს. არ ვინტერესდები მაგრამ არ მსმენია არსად, რომ თელავის მერი ვინმეს შეეცვალა.

 

გახარია გამოჩნდა ის ადამიანი, რომელიც მართლა ყოველთვის ცდილობს, რომ ადამიანებს დაეხმაროს და რაც მთავარია მასში ჩანს ის, რომ ივანიშვილის მიერ დახმარებები საზოგადოებამდე მივიდეს ისე, როგორც რეალობაა. მაინც ვიტყვი ერთ რამეს, რაც ყველაზე მეტად დასაფიქრებელია: ბატონო ბიძინა, მინდა რომ თქვენ იცოდეთ ეს და მხოლოდ თქვენ გაიაზროთ: როდესაც ასე უანგაროდ ამდენ ადამიანს ეხმარებით, ამდენ სიკეთეს აკეთებთ და ვიღაც დამპალი, გაუმაძღარი, არაფრის მაქნისი მერი ან/და გამგებელი ისე იქცევა, რომ იქაურები თქვენ გიხსენებენ აუგად, ე.ი ის მერიც თქვენი მოწინააღმდეგეა და არა მოყვარე (თუ გააზრებულად ასე იქცევა, მაშინ მავნებელია, თუ არ იცის რა ქნას და ასე გამოსდის, მაშინ უცოდინარია. ორივე შემთხვევაში ძალიან ცუდი ფაქტია).

 

შვილებს გეფიცებით, მართლა ძალიან მწყდება გული და ბევრ რამეს ვერც ვხვდები. რომ არ იყოს ბიძინა უნდა ვეძებდეთ მასეთ კაცს და მადლობა უფალს, რომ გყვავს და რატომ ნიშნავთ თანამდებობეზე ისეთებს, რომლებიც როგორც მინიმუმ ივანიშვილის სიკეთეებსაც კი არ უფრთხილდება? ეს ხომ ქვეყნის მიმართ შექმნილი დოვლათია და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების? ამომრჩეველი გაიზარდა, ბატონო ბიძინა და მიხედეთ კადრებს, მიხედეთ. როდესაც გაკეთებულ საქმეს საზოგადეობა ვერ ხედავს, არ გაკეთების ტოლფასია!!!

 

წერტილი!!!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge