22:36 04.07.2020
სამი წლის ბავშვი, რომელიც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა, იმ დროს სახლში ძიძას ჰყავდა

სამი წლის ბავშვი, რომელიც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, იმ დროს, სახლში ძიძას ჰყავდა. ამის შესახებ „მთავართან“ მეზობელი ჰყვება. „ძიძას გადმოუვარდა ბავშვი. მეზობლებმაც ასე თქვეს. პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა სწრაფად მოვიდა. ჩვენი მეზობელი გოგო ყვიროდა, ბავშვი, ბავშვიო. ფანჯრიდან რომ გადავიხედე, საზარელი შემთხვევის მოწმე გავხდი. გვიან ღამე დაასრულეს სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა, უამრავი ადამიანი მოვიდა.“ – აცხადებს მეზობელი.

 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. პატარა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

ინფორმაციას პრაიმ ტაიმი ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge