დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

59 წლის ქალი გალიდან, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, თერჯოლის ცხელების ცენტრშია მოთავსებული 05.07.2020 21:50

59 წლის ქალი გალიდან, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, თერჯოლის ცხელების ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ქალი პირველ ივლისს თერჯოლაში დასავლეთ საქართველოს ცხელების ერთ-ერთი ცენტრიდან კატასტროფის მანქანით გადმოიყვანეს. პაციენტს გაუკეთდა ტესტი კორონავირუსზე და უარყოფითი პასუხის შემდეგ ის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის, დავით სარიშვილის თქმით, პაციენტი ვერ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ და ვისთან ერთად გადმოლახა ე.წ. საზღვარი. ქალბატონი კარანტინისთვის განსაზღვრულ ორ კვირას თერჯოლის კლინიკაში გაატარებს.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ