დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

სინგაპურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მიმართვა მშობლებს, რომელმაც, ინტერნეტსივრცე დაიპყრო 06.07.2020 13:51

სინგაპურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერილი-მიმართვა გამოაქვეყნა მშობლების გასაგონად და საყურადღებოდ. მისი მიზანი ყველაზე ჯიუტი, შეუვალი და მკაცრი მშობლების გულების გალღობა და უბრალო ჭეშმარიტებაზე მათი ჩაფიქრება იყო.



წერილმა იმდენად შეძრა მშობლები, რომ ის ყოველმა მეორემ გაიზიარა და ახლა ლამის მთელი ინტერნეტი მასზე მსჯელობს.


„ძვირფასო მშობლებო, ხვალ თქვენს შვილებს გამოცდები დაეწყებათ. ვიცი, რომ ყველანი ძალიან ნერვიულობთ და განიცდით, ვინაიდან გსურთ, რომ ბავშვებმა გამოცდები კარგად ჩააბარონ.


მაგრამ, გთხოვთ, გახსოვდეთ! მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა; იქნება მეწარმე, რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანია ისტორია და ინგლისური ლიტერატურა; მუსიკოსი, რომელსაც არასდროს გამოადგება ქიმია; სპორტსმენი, რომლისთვისაც ფიზკულტურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკა. ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი შვილები კარგ ნიშნებს მიიღებენ, მაგრამ, გეთაყვა, თუ ასე არ მოხდება, გთხოვთ, ნუ ჩაკლავთ მათში თავდაჯერებულობისა და ღირსების გრძნობას. უთხარით მათ, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს უბრალოდ გამოცდაა. ისინი ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არიან მოვლენილი ამქვეყნად. უთხარით მათ, რომ გიყვართ და არ განსჯით, როგორი შეფასებებიც არ უნდა მიიღონ.


გთხოვთ, ასე მოიქეცით და მერე უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ დაიპყრობენ მომავალში სამყაროს. ერთი გამოცდა თუ ცუდი ნიშანი ვერაფერს დააკლებს მათ ნიჭს და ვერ წაართმევს ოცნებას! და, კიდევ, გთხოვთ, ნუ მიიჩნევთ ექიმებსა და ინჟინრებს, როგორც ერთადერთ ბედნიერ ადამიანებს პლანეტაზე.


საუკეთესო სურვილებით, სკოლის დირექტორი“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ