დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საავტომობილო საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევაზე ჯარიმები გაიზრდება 06.07.2020 20:43

საავტომობილო საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით.

 

ამ მუხლთან მიმართებაში შენიშვნის სახით დაკონკრეტებულია, რომ საწვავის იმპორტის ფასი გულისხმობს შესაბამისი საწვავის იმპორტის ფასს, რომელიც დაფიქსირებულია საბაჟო დეკლარაციაში. ასევე ცვლილებებით, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის წარმოება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე წარმოებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის თვითღირებულების ნამრავლის 15-მაგი ოდენობით. ამ მუხლთან მიმართებაში კი შენიშვნის სახით ნათქვამია, რომ საწვავის თვითღირებულება გულისხმობს თანხას, რომელიც დაიხარჯა საწვავის წარმოებაზე.

 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე ავტოგასამართ სადგურზე/ნავთობროდუქტების საცავზე მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის ნამრავლის 10-მაგი ოდენობით. ამ მუხლთან მიმართებაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასი გულისხმობს ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასს.

 

„ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები. 2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა 10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში, შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით. 2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა. 2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის 270-მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. 2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება”, – აღნიშნულია პროექტში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ