23:09 06.07.2020
საქართველოში მცხოვრები პირებისთვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა უქმდება

საქართველოში მცხოვრები პირებისთვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა უქმდება. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ესტონეთში აქვეყნებს. საელჩოს ცნობით, ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ამასთან, საქართველოდან ესტონეთში გამომგზავრებისას პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს.

 

"ესტონეთის საზღვრის გადმოკვეთისათვის აუცილებელი წინაპირობაა: საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში (COVID-19-ის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდი). საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას. ესტონეთში მოგზაურობისათვის მთავრობის მიერ დადგენილი განახლებული ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ვებ-გვერდზე: https://vm.ee/…/information-countries-and-self-isolation-re", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge