23:27 06.07.2020
ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. საკონსულოს ინფორმაციით, 6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას.

 

„მესამე ფაზა ნიუ-იორკში მოიცავს მხოლოდ პირადი მოვლის მომსახურებების ინდუსტრიის გახსნას. „კოვიდ-19“-ის ინფიცირების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ნიუ-იორკის რესტორნებში შიდა სასადილო რჩება დროებით დაკეტილი. შეგახსენებთ, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება არ არის შეჩერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები და ატაროთ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში“, – აღნიშნავენ საქართველოს საკონსულოში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge