დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"დადასტურებულია, რომ გიორგი მოკლეს და შემდგომ გადააგდეს არაგვში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა 10.07.2020 17:28

ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია შსს-სა და პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნა არის გარდამტეხი გამოძიებაში.

 

„ამ დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორი შაქარაშვილი მოკლეს, მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, 12 -მდე სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. გამორიცხულია, ის რომ ის დაზინაბები, რომელის ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ადამიანს მიადგეს იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც წაქცევის, სირბილის დროს. ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან, დამთავრებული ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან. ეს კვალიფიციკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, კარგია და არის სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. გიორგის მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში, გარდაცვალების მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოხლის დროინდელი, ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ამის შემდეგ გაადააგდეს და დადგა ლეტალური შედეგი,“ - განაცხადა ნიკოლაძემ.

 

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ