დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"საქმე იმიტომ უფროა ცუდად, რომ როა ცუდად, არ იცის ბევრმა" 10.07.2020 21:16

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

დრო დადგა ნაღდი ახვრების, ჭილყვავი მართვე ჰგონიათ... ქართველი პოეტის ეს სტრიქონები ამეკვიატა რატომღაც. რასაც ჩვენ ვხედავთ და სამართლიანადაც აღშფოთებულები ვაფასებთ, ეს არის სამწუხარო შედეგი სულიერება დაცემული კაცობრიობისა, შედეგი იმ დეჰუმანიზაციისა, რაც რადიკალურმა ლიბერალიზმმა მოიტანა და არა მხოლოდ ჩვენთან. სააკაშვილი ახლა რომ "ბეზპრედელზე" საუბრობს, სწორედ მისი მართველობისას დაინერგა ის გამრუდებული და ავადმყოფი განათლების სისტემა, რაც ადამიანის მატერიალიზაციაზე, რწმენის და ოჯახის უარყოფაზე და ეგოიზმზე, იყო ორიენტირებული. მისი მართველობის დროს ჩამოყალიბდა სისტემა, რომელმაც ცინიკურად მოკლა გირგვლიანი და მრავალი ახალგაზრდა ნულოვანი ტოლერანტობის სახელით!

 

ფულის და მოგების გაფეტიშებამ, სულიერების უარყოფამ და მატერიალიზმმა მოიყვანა დღევანდელობა აქამდე. სისტემამ სადაც უფლებები არის მთლიანად გაფეთიშებული, ხოლო ვალდებულებები ასევე მთლიანად უარყოფილი და ზედმეტ ტვირთად ქცეული, სისტემა სადაც სახელმწიფო ზედმეტ დანამატად და "ძიძად" არის ქცეული, ხოლო მისი სოციალური პასუხისმგებლობა ნულის ტოლფასი. თუ ამ პრობლემას გაცილებით გლობალურად შევხედავთ, ნეო ლიბერალიზმმა შვა სისტემა, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიხარა რადიკალურად მარცხნივ, სადაც ერთადერთი მამოძრავებელი მეინსტრიმი ბაზარია და მისი კრიზისის ეგზისტენციალური ხასიათიც ადამიანის და ბუნების წინააღმდეგობრივმა ხასიათმა განაპირობა. სოციალურმა უთანასწორობამ, კანონმდებლობის საკუთარ კორპორაციულ ინტერესებზე მორგებამ, შექმნა სამართლიანობის ეგოცენტრული გაგება, ხოლო ფულის როგორც ყოვლისშემძლეობის ფენომენად ქცევამ განაპირობა განუკითხაობაც და ეს "ბეზპრედელიც", სადაც მედიას პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ადვოკატს კი პირადი ინტერესიდან გამომდინარე, შეუძლია ამტკიცოს საპირისპირო, და თეთრი აქციოს შავად! ამის პოლიტიკური შემადგენელია გეი პროპაგანდაც, ნარკოპოლიტიკაც და სექს ინდუსტრიაც, კრიმინალიზირებულ ცხოვრების წესთან ერთად.

 

სწორედ ამ დეჰუმანიზირებულ და ლუზერიზებულ სისტემასთან დაპირისპირებაა რასაც ვხედავთ ამერიკის შეერტებულ შტატებში, როგორც გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრში ოჯახსა და რწნმენაზე აგებულ მსოფლმხედველობასა და ათეისტურ დეპატერნალისტურ იდეოლოგიას შორის. ესაა ისტორიული კანონზომიერება, სადაც დაპირისპირების ვექტორი გადის ერთის მხრივ, რადიკალურ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმსა და მეორეს მხრივ, კონსერვატულ ცნობიერებას შორის. ფიგურალურად ერთს განასახიერებს ბაიდენი და სოროსი და მეორეს ტრამპი და მაიკ პენსი. ჩვენი ამოცანაც თუ გვსურს მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან, შედეგებთან ბრძოლა კი არ უნდა იყოს მიზნად დასახული, არამედ მის გამომწვევ მიზეზებთან პირველ რიგში. ამ მიზეზების ბოლომდე გაუთვალიწინებლობამ და ნაციონალების დანერგილი სისტემის არასათანადო დემონტაჟმა მიგვიყვანა სალარიძემდე და ახლა შაქარაშვილამდე. 

 

დღეს სახელმწიფოს მთავარი ამოცანაც ეს არის, ისწავლოს წარსულ შეცდომებზე, იყოს მაქსიმალურად სამართლიანი ამგვარი ტრაგედიებისას, მთლიანად შეცვალოს მახინჯი მემარცხენე განათლების არსებული მოდელი, ამასტან მართლმსაჯულების სისტემა გახადოს კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული ადამიანზე. რაც მთავარია, ჩვენც ვდგავართ ახალ ისტორიულ გზაჯვარედინზე, ჩვენზეა დამოკიდებული შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელიც დაასრულებს ნაციონალებთან კოჰაბიტირებულ დუალიზმს და გახდება გაცილებით ჰუმანური და დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის შემოქმედი.

ეპილოგშიც კიდევ ერთ ქართველ პოეტს დავესეხები: "საქმე იმიტომ უფროა ცუდად, რომ როა ცუდად არ იცის ბევრმა"....

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ