დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

„კითხვა არ იქნება მხოლოდ ბილანიშვილთან დაკავშირებით“ - ნიკა გვარამია დაკითხვაზე სასამართლოში მივიდა 11.07.2020 18:31

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით არის დაბარებული დაკითხვაზე.

 

„ეს შეეხება პირდაპირ ეთერში თუ სხვადასხვა გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შემხებლობაში იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. კითხვა არ იქნება მხოლოდ ბილანიშვილთან დაკავშირებით, კითხვები იქნება ასევე სხვა უამრავ მოსაზრებასა და განცხადებაზე. ჩვენ გვაინტერესებს წყაროები, საიდან იყო ეს ინფორმაცია მიღებული და ა.შ. ჩვენ არავის არ ვაძალებთ, ვინმემ რამე დაასახელოს. მას აქვს უფლება, დაასახელოს ან არ დაასახელოს. ჩვენ დაკითხვის შედეგად უნდა გავარკვიოთ, რა არის დადასტურებულად ნათქვამი და რა არ არის. გამოძიების მიმდინარეობის დროს, თუკი იქნება საჭირო და თუ ეს გამოძიებას წაადგება ყველა ის პირი, ვისაც შესაძლებელია რამე სახის ინფორმაცია ჰქონდეს დაიკითხება“, – განაცხადა პროკურორმა.

 

ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე სასამართლოში ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად მივიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ