რუსთავში ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჯართის დამუშავების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge