დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„საარჩევნო რეჟიმისთვის არც მეცალა, არც ნერვები და დრო მქონდა - როდესაც გიორგის მკვლელებს დავაბინავებ, მერე აქტიურად ჩავერთვები“ 12.07.2020 15:20

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და პარტიულ საქმიანობაში ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე ჩაერთო. პარტიამ დღეს ცენტრალური ოფისი გახსნა და ღონისძიებას მირიან ნიკოლაძეც ესწრებოდა.

 

„ამ პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად. დიდი ხანია, ვმეგობრობთ. ამავე დროს, ვარ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ეს ყველაფერი იყო ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია, ეს რეჟიმი გრძელდება, მიუხედავად ჩემი პირადი ოჯახური პრობლემებისა, რაც გიორგის გარდაცვალებას უკავშირდება. ყოველთვის აქტიური ვიყავი, როგორც მოქალაქე. ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა და ეს კვლავაც გაგრძელდება. ჩემი მსოფლმხედველობითა და ღირებულებებით სრული თანხვედრა მაქვს ამ პარტიასთან. რაც შეეხება საარჩევნო რეჟიმს, ამისთვის არც მეცალა, არც ამის ნერვები და დრო მქონდა. როდესაც გიორგის მკვლელებს დავაბინავებ, როგორც საჭიროა, მერე უკვე აქტიურად ჩავერთვები“, – აღნიშნა ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

 

პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა შექმნეს, თბილისში დღეს ცენტრალური ოფისი გახსნა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ