დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა 12.07.2020 17:03

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული თურქეთის მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც სატვირთო ავტომობილით ტრანზიტული მიზნით იმყოფებოდა საქართველოში. 50 წლის მამაკაცი ბათუმის "ცხელების ცენტრში" იყო მოთავსებული, სადაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდგინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქე საკუთარი სურვილით სამშობლოში გადაჰყავთ, სადაც მკურნალობას გააგრძელებს.

 

აჭარაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ