დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„კეზერაშვილი არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში - სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა ქართული ჯარი გაძარცვეს“ 12.07.2020 23:42

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის მედიაში დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს თანხის გათეთრებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება. უწყების მოქმედი ხელმძღვანელის თქმით, კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყანაში ელიტური კორუფციის ფუძემდებელი იყო.

 

„საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რომელშიც, რა თქმა უნდა, ფიგურირებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და კეზერაშვილი - მისი მინისტრი, ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში. სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვეს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

 

თავდაცვის მინისტრი „იმედის კვირას“ იმასაც უყვება, რომ სამხედრო ძალების წინაშე დღემდე ასეულობით მილიონი ლარის დავალიანება აქვთ კომპანიებს, რომელთაც ხელშეკრულებები წინა ხელისუფლების მმართველობისას გაუფორმდათ. რამდენიმე დღის წინ The Times of Israel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ თადარიგის გენერალ გალ ჰირშისთვის ისრაელის სახელმწიფო პროკურორი ბრალის წაყენებას გეგმავს. გამოძიება ჰირშსა და მის სამ პარტნიორს 2007-2009 წლებში დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას და ფინანსურ მაქინაციებს ედავება. ოთხივე კომპანია „დამცავი ფარის“ მეწილე იყო, რომელიც თუ კონტრაქტებს დავუჯერებთ, საქართველოს 2007-2009 წლებში თავდაცვის სფეროში კონსულტაციებს უწევდა, ჩართული იყო წვრთნის და აღჭურვის პროგრამების მომზადებასა და იარაღის მიწოდებაში. ისრაელის პროკურატურა ამბობს, რომ მაშინ კომპანიამ და მისმა მეწილეებმა 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავალი დამალეს. საქმეში ფიგურირებს მიხაელ ბენიმინი, იგივე მიხეილ ბენიაშვილი, რომელიც დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ