დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"დეცენტრალიზაციის გარეშე ქვეყანას ერთი მთავრობითა და ერთი კაცის იმედად ვერ მოუვლით" 13.07.2020 13:13

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ეს ერთი კვირა მნიშვნელოვანი საქმე მქონდა და ფბ-სთვის არ მეცალა. დავბრუნდი და რაც ეს ერთი კვირა ვაკეთე, იქიდანაც გამომდინარე, ამას ვიტყვი:


იმდენი საქმეა ქვეყანაში და იმდენი მოუგვარებელი პრობლემა, რომ მათ გადაწყვეტას ერთი სუპერ-მთავრობა, სუპერ-პრემიერ გახარიას მეთაურობით და თუნდაც ბიძინას ყოვლისშემძლეობითაც კი, ვერასდროს ვერ აუვა!


საქართველოში 68 მთავრობა მაინც უნდა იყოს - ერთი ეროვნული და 67 მუნიციპალური. ოღონდ, არა ისე, რომ ეს 67 იმ ერთის ადგილობრივ ფილიალს წარმოადგენდეს.


დეცენტრალიზაციის გარეშე ქვეყანას, ისე, როგორც ჯერ არს, ერთი მთავრობითა და ერთი კაცის იმედად ვერ მოუვლით! თვითმმართველობა - საუკეთესო მმართველობაა.


ქვეყნის პატრონობა და მოვლა - ყოველი მოქალაქის საპატიო ვალია. ამავდროულად, ბუნებრივია, უფლებაც არის. ქართველებისთვის პრივილეგიაცაა - რადგან დედამიწის 8 მილიარდი ადამიანისგან გამორჩეულად ამ დალოცვილი ქვეყნის მოვლა-პატრონობა სწორედ ჩვენ გვარგუნა უფალმა! მაგრამ ამ უფლებას და პრივილეგიას პასუხისმგებლობის გარეშე ვერასდროს ვერავინ განახორციელებს.


ცხადია, მეტყვით - რა დროს დეცენტრალიზაციააო? მართლაც, ახლა სულ სხვა დღის წესრიგი გვაქვს - ეროვნული არჩევნებია.
სამწუხაროდ, ეს ისევ ეროვნული თვითგამორკვევის საკითხია, როგორც 2012-ში იყო.


ფაქტია: სანამ ნაცები არიან პოლიტიკაში, ეროვნული თვითგამორკვევა არ დასრულებულა, რადგან სასწორის ერთ მხარესაა ერი-სახელმწიფო, მეორე მხარეს - ისევ ეს წყეული ნაცები, რომლებიც საკუთარ "მოგებაზე ორიენტირებულ კორპორაციას" (ზ. ჭიაბერაშვილის სიტყვებია, ნათქვამი ჯერ კიდევ 2000 წელს) დაუცხრომლად, ჟინიანად და ყველაფრის ფასად, ესწრაფვიან. თავიანთი კორპორაცია და არა მოქალაქეები წარმოუდგენიათ ამ ქვეყნის პატრონებად. სამაგიეროდ, თუ კორპორაცია დაბრუნდა, მის მსახურებაში ერთგულ მომხრეებს სარფიან ადგილებსა ჰპირდებიან. ბუნებრივია, არა მხოლოდ თვითმმართველობის, არამედ ელემენტარულად - მოქალაქის ადგილიც კი არ არის და არც არსდროს იქნება ნაცების კორპორაციაში. იქ მხოლოდ კორპორაციის "დამფუძნებელ-დირექტორის" ჩოყლაყის მსახურთა ადგილია. ახლა თავგამოდებით ვირეშმაკობენ და ბიძინას, რომელმაც მათი ბოროტი კორპორაცია დაამხო, სწამებენ ჩოყლაყობას. რატო ღმერთი არ გაიცინებს?!


ამიტომ: გადასაწყვეტი, საუბედუროდ, ისევ ესაა - მოქალაქეებად დავრჩებით თუ ნაცების ბოროტი კორპორაციის მსახურებად გვსურს ყოფნა? საქართველოში 4 მილიონამდე მოქალაქეა, მაგრამ ნაცების კორპორაციას სულ რაღაც 100 000 მსახური თუ დასჭირდება, მეტი არა. აგერ, ხომ ხედავთ თავიანთი ფანჩატურელი პარტნიორებისთვისაც კი არ ემეტებათ ადგილები. მათთვის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მარად ზედმეტი ადამიანები არიან. თუ კორპორაცია დააბრუნეს, ისევ ისე მიხედავენ ამ ზედმეტ ადამიანებს - ან კორპორაციის მთხოვნელ-მათხოვართა უსასრულოდ გრძელ რიგში ჩააყენებენ, ანდა ვინც რიგში არ ჩადგა - ისევ ციხე და მისი ჯანი!


თითოეული მოქალაქის ღირსეული ადგილი ერი-სახელმწიფოშიც კი, თუკი იქ თვითმმართველობა არ განვითარდება, მაინც ძნელი გამოსანახი იქნება.


მაგრამ სანამ თვითმმართველობას ავაშენებთ, ჯერ ისევ ეს მოუცილებელი ჭირი - ნაცები უნდა მოვიშოროთ.


ბუნებრივია, ქოცებისკენ ბევრი იშვერს ხელს და დამუნათებით კითხულობს, რატომ მოხდა, რომ ნაცები აქამდე ვერ მოგვაშორეს და ისევ იგივე დღის წესრიგში ჩაგვტოვეს, რაც 2012-ის არჩევნების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ, ბოლოს და ბოლოს, უნდა დახურულიყო?! დიახ. ეს დამუნათება და გულისწყრომა უდავოდ სამართლიანია. მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს - ერი-სახელმწიფოზე უარს, თუ ქართველები და მოქალაქეები გვქვია, ვერ ვიტყვით. თანაც - თუ ეს დაუშვით და ნაცები დაბრუნდნენ, მათ გასარეკად უკვე "ბიძინათ ბიძინა" დაგვჭირდება, რადგან თურმე სხვაგვარად დიდი ვერაფერი შეგვძლებია.


ხოლო თუ იმდენი შევძელით, რომ ეს მოუცილებელი ჭირი - ნაცები მოვიშორეთ, მაშინ ქთვითმმართველობასაც, ე.ი. ყოველი მოქალაქის ღირსეულ ადგილსაც, უთუოდ მივაღწევთ.


თვითმმართველობის მისაღწვად გარჯას ქოცების ხელისუფლებისას კიდევ ჰო, მაგრამ ნაცების კორპორაციისას - არავითარი აზრი არ ექნება! ნაცები თუ დაბრუნდნენ, მერე ისევ ბიძინა დაგვჭირდება და ძალიანაც უნდა ვეხვეწოთ, ისევ მოგვემხაროს მათ დასამხობად!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ