დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები მკაცრად დასაგმობია" 13.07.2020 13:33

რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

”გუშინ, 12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს პროვოკაციული მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც მდებარეობს ტავუშის რაიონის სოფელ მოვსეს მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები მკაცრად დასაგმობია. დღეს დილით ეს ოპერაციები განახლდა. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე”, - განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

 

მისივე თქმით, რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა „შემაშფოთებელია“.

 

„შემაშფოთებელია რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული, სადაც აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ აშკარა და უკვე ტრადიციული ანტისომხური ლოგიკით უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

 

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს და აცხადებს, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ