23:32 13.07.2020
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცნობდა არც შაქარაშვილს და არც იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო“

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაბარებული ერთი პირის გამოკითხვა დასრულდა. ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა. როგორც მუხრან ღურწკაია განმარტავს, ის ასევე იცავს ორ პირს, რომელთაც, ადვოკატის თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი არ აქვთ და არც რომელიმე მხარეს იცნობენ.

 

„თქვენ იცით, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ვიცავდი ორ მოწმეს. მასთან ერთად ავტომობილში იჯდა ერთ-ერთი პირი, რომელიც დღეს გამოიკითხა. იყო ძალინ ბერი შეკითხვა, რაზეც პასუხები გავეცით. მისი მანქანა დაფიქსირებული იყო ავტობანის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების მიერ და მოხდა მისი დაბარება. ეს ბიჭი არის ნახალოვკის მცხოვრები. ეს არ არის „მერსედესის“ მძღოლი, ეს არის „ტოიოტა ვიტსის“ მგზავრი, რომელიც გადაადგილდებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა. კონკრეტული კითხვები იყო, იცნობდა თუ არა გიორგი შაქარაშვილს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცნობდა არც შაქარაშვილს და არც იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო. უბრალოდ, ვინაიდან მანქანა იმ ტერიტორიაზე დაფიქსირდა, აქედან გამომდინარე დაისვა კითხვები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სახელსა და გვარს ვერ ჯერ გეტყვით. ჩხუბთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge