20:46 14.07.2020
„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების მიმართულებით“

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მდებარე თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტებისინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

„დღეს 19:30 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არტილერიიდან“ , - განუცხადა სააგენტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ. ამავდროულად, მოსკოვში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი აზერბაიჯანი-სომხეთის შეტაკების შედეგად, სომხეთის მხრიდან გარდაცვლილებისა და 8-9 დაშავებულის შესახებ იუწყება, რომელთაგან ხუთი მშვიდობიანი მოქალაქეა.

 

„დღეისთვის, დავაზუსტე, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები - რვა თუ ცხრა ადამიანი. თუმცა, ვითარება იცვლება, რადგან ამ დრომდე გრძელდება სროლები, აზერბაიჯანი ნაღმტყორცნებიდან ისვრის“ , - განაცხადა სომხეთის ელჩმა რუსეთში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge