20:50 14.07.2020
„უკრაინას ისე ჰყავს ძალით შეტენილი სააკაშვილი, როგორც ჩვენ ლომჯარია - ან თვითონ არიან მტრები, ან საქართველოს მტრებს აფინანსებენ“

ბიძინა გიორგობიანის პოსტი:

 

„უკრაინას ისე ჰყავს ძალით შეტენილი სააკაშვილი, როგორც ჩვენ ლომჟარია (კიდევ სხვებიც). ხშირად გვეშლება უკრაინის ხელისუფლებაზე ნერვები, მაგრამ მათ სხვა არჩევანი ალბათ არ ჰქონდათ. რაც შეეხება "მეგობრობას" ეგეთი მეგობრები სამეზობლოში კონა ათ შაურად გვყავს, მიკოლა. ან თვითონ არიან მტრები, ან საქართველოს მტრებს აფინანსებენ. მე მგონი, არჩევნებისას ვარშალომიძის "რეფორმების ფონდიც", კერძო ფონდად გამოცხადდება და კიევის შტაბკვარწირაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს ხელისუფლება.“ 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარებას გამოეხმაურა. როგორც ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია მწუხარებას იწვევს, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია უფლება და უფლებამოსილება, წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ არჩევნების წინ“. „ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია – კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს“, – განაცხადა კულებამ.

 





ავტორ(ებ)ი : geotimes.ge