დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში, რომ ვერ გიშველე - იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში, მე, დაობლებაც" 14.07.2020 21:03

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, დედას ემშვიდობება და საკუთარ გადაცემაში გასულ ინტერვიუს ნაწილს აქვეყნებს, სადაც დედა მის შესახებ საუბრობს:

 

"შენ ხარ ყველაზე დიდი ენერგია დე, რომელიც სულ ჩემთან ერთად იქნები. მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში რომ ვერ გიშველე" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

 

ჟურნალისტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებ: „ყველას გონია, რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოზი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.“


იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ