23:20 14.07.2020
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა - რატომ ცრუობენ და რას მალავენ ბრალდებულები?

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება, ეს გარემოება ახალი დეტალების გარკვევით გამოიკვეთა, რაც მომხდარს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სატელეფონო ანძის ამონაწერს ეწინააღმდეგება.

 

სატელეფონო ანძის ამონაწერით ირკვევა, რომ ინციდენტის ღამით საქმეში ნახსენებ „ტოიოტა ქემრისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილებში მსხდომ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კერძოდ, „ტოიოტაში“ მჯდომმა ვახტანგ ჩიქოვანმა „მერსედესში“ მყოფ ნიკა ჟვანიას. 59-წამიან საუბარს ისევ მცხეთის ანძა აფიქსირებს, იმ დროს, როდესაც ჟვანია, ჩვენების მიხედვით, მცხეთიდან შორს, სავარაუდოდ, თბილისში უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა – რა სახის საუბარი შედგა ჩიქოვანსა და ჟვანიას შორის და სთხოვეს თუ არა „ტოიოტას“ მგზავრებმა ჟვანიას დახმარება და უკან მიბრუნება.

 

ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge