00:43 15.07.2020
„შენგან განსხვავებით რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი - ქართველმა იურისტმა გაზარდა“

გიორგ შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში პასუხობს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას - „ბიძაა თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს“:

 

„ეს ვიღას დაჰკარგვია, ვინმემ ხომ არ იცით? ეს პოლიტიკური გვამი ეს, ოცნების საფრთხობელობის გარდა, რომ აღარაფერი ფუნქცია აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში, წაეთრევა ეს ხელისუფლება მალე, შენნაირი საფრთხობელა აღარავის დასჭირდება და მიგაბრძანებენ, სადაც ჯერ არს. სულ "ყიდვა-გაყიდვა" როგორ ელანდებათ ამ უჯიშოებს ყველაფერში. შენგან განსხვავებით რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა.“, წერს ნიკოლაძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge