დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ასეთ ჯალათებად როგორ იქეცით?!” - რას წერენ მშობლები და აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდის შემდეგ 15.07.2020 12:49

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყო და ის დღემდე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ის გუშინ, 14 ივლისს დაიწყო და მეორე ეტაპი დღეს დასრულდა. 

 

კორონავისუსის პანდემიის გამო, ონლაინ გაკვეთილების ჩატარებით ისედაც დასტრესილ აბიტურიენტებს, წელს იმედი ჰქონდათ, რომ საგამოცდო საკითხები მეტ-ნაკლებად გამარტივებული იქნებოდა, თუმცა, მათივე თქმით, ეს ასე არ მოხდა და პირიქით, მათემატიკის გამოცდა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რამაც, ერთეულ შემთხვევებში, აბიტურიენტებში, წნევის დაცემაც კი გამოიწვია.  

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ციტირებებს გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე, მათემატიკის გამოცდის შესახებ დაწერილი კომენტარებიდან: 

 

“დღევანდელ ტესტებს ბევრი სკოლის მათემატიკის ე.წ. ,,პედაგოგი” ვერ ამოხსნიდა, არამც თუ დისტანციურად მომზადებული ბავშვები”

 

„საშინელი სირთულის ტესტები!! აშკარად, მეტი თანაგრძნობა და ადეკვატურობა გმართებდათ!”

 

“ამ პანდემიის შემდეგ, ასეთ დასტრესილ ბავშვებს ეს როგორ გაუკეთეთ. ასე ჯალათებად როგორ იქეცით ყველა. საქართველოში თუ ხდება მარტო ასეთი უსამართლობა. ვინ ზიხართ ამ სამინისტროში, თქვენს ტვინებში ჩაგვახედა ერთი. ეს რა მათემატიკის ტესტები ჩაუყარეთ. ეს იყო დაცინვა ამ აბიტურიენტების”

 

“დიდი უსამართლობაა, ვინც მათემატიკა აირჩია. გრანტების გაცემა არ უნდათ.,"- წერენ  აბიტურიენტები და მშობლები გუშინდელი  Naec.ge-ს ფეისბუქის  გვერდზე.

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დრომდე, მშობლებისა და აბიტურიენტების არცერთ კომენტარზე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს პასუხი არ გაუცია:

 

 

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდები აბიტურიენტების ჯანმრთელობის მაქსიმალურად დასაცავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმდინარეობს.  

 

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრზე მეტი.

 

მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ