დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

“ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე ხომ აღარაფერი აღარ რჩება?" - ბესელია 15.07.2020 16:49

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, ის მაინც “ქართულ ოცნებასთან” ასოცირდება და მის გარეშე მმართველი პარტია აღარაფერი რჩება.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის სათავეში ვიხილოთ, ბესელია ვარაუდობს, რომ ასე არ იქნება.

 

“თუ თვითონ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა, არ მგონია. იქნება თუ არა, ის ისედაც ასოცირდება “ქართულ ოცნებასთან”, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე ხომ აღარაფერი აღარ რჩება? ამიტომ ავტომატურად ამომრჩეველი იდენტიფიცირებას მასთან აკეთებს და სიაში ჩაეწეროს ისეთი არჩევნების წინ, სადაც მას თავად არ სჯერა, რომ უმრავლესობით მოიგებს ამ არჩევნებს. რა ლოგიკა უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ეს არის ერთადერთი რესურსი, რაც „ქართულ ოცნებას” დარჩა დღეს. ბილბორდებზე კობახიძე, კილაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი ვერ გაიკვრებიან ხომ? ერთადერთი ვინ დარჩა „ქართულ ოცნებას“, არის ივანიშვილი, რომელიც, თუ არ გამოჩნდა, მაშინ ვინ არის “ქართული ოცნება”? არავინ აღარ დარჩა. რამდენიმე ადამიანს თუ გამოაკლებთ, ვინც 2012 წლიდან დარჩა და რამდენიმე არის “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალი. ივანიშვილი თუ არ გამოჩნდა საჯარო შეხვედრების დროს, კამპანიას ვინ ჩაატარებს? ივანიშვილი გამოჩნდება თუ არა, ის არის “ქართული ოცნების” მთავარი შემომწირველიც, მთავარი პოლიტიკური საყრდენიც. მოცემულობა ესაა და ჩვენთვის ყველასთვის ეს ცნობილია“, - განაცხადა ბესელიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ