დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

10 თვის ბავშვს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს - ოჯახში კოვიდი არავის აქვს დადასტურებული 15.07.2020 20:24

10 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სტაბილურია. მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს. თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მამუკა მაჭავარიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ. „აბსოლუტურად არ აქვს ცხელებაც კი. ძალიან კარგად არის ბავშვი, უბრალოდ აქვს დადასტურებული კოვიდი. ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს. რაც შეეხება დაინფიცირებას, ამაზე ეპიდემიოპლოგები მუშაობენ. თვითონ ოჯახში ვერ აკონკრეტებენ წყაროს. ჩვენი ინფორმაციით, ოჯახში კოვიდი არავის არ აქვს დადასტურებული“, - განაცხადა მამუკა მაჭავარიანმა.

 

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ