დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„მოწერელიას, ე.წ. გუბერნატორს, უპირებთ მაჟორიტარობის კანდიდატად დაყენებას - ახალაიას ხელის ბიჭს, გამწარებულ ნაცს, ნახევარი ფოთი ციხეში რომ გამოაკეტინა“ 15.07.2020 23:33

ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებასა მიმართავს: 

 

საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები , მაგრამ მაინც ვწერ-! გამგებმა გაიგოს-! " ოცნებას" - ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ მოწერელიას ე.წ. გუბერნატორს, უპირებთ მაჟორიტარობის კანდიდატად დაყენებას სამეგრელის ერთ - ერთ ოლქში. დანიშვნა შეირგოს მანაც და მისმა დამნიშნავმაც-! ხალხის რჩეულის სტატუსს მისთვის არ მივანიჭებინებ-! ახალაიას ხელის ბიჭს, რომელსაც მამამისის ნაჩხაპნი ღამ- ღამობით პირადად დაჰქონდა როლანდ ნესტორიჩთან და ნახევარი ფოთი ციხეში გამოაკეტინა, გამწარებულ ნაცს, ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ....ან თვითონ ვიყრი კენჭს იმ ოლქში, ან ისეთს დავუჭერ მხარს , ვინც საბოლოოდ თქვენთვის იქნება მისაღები-! კარგად გაიხსენეთ იმ ჩინოვნიკებმა და პარტიის სხვა თანამრომლებმა (ვინც ამ პოსტს კუთხულობთ ამ წუთში), რაც გამიკეთებია წინა არჩევნებში მმართველი გუნდისთვის. აქაც კაცურად ვიქცევი-! ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას-!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ