დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ბიძინა ივანიშვილი არ ჩავიდა გახსნაზეო - ჰო, პომპეზურად არ გახსნეს, როგორც გუშინ კიკვიძის პარკი და უამრავი სხვა ობიექტი, ადრე სამსამჯერ რომ ხსნიდნენ“ 16.07.2020 00:33

ამირან სალუქვაძის პოსტი:

 

მთავარმა არხმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნას 67 წამიანი სიუჟეტი მიუძღვნა. განაწყენებულები არიან, პარკის დირექტორმა კომენტარი არ მოგვცაო. 3 წელი კამერებით იყავით ჩასაფრებულები ხე როდის წაექცეოდათ გადატანისას, ხალხს უბუნტებდით გზა რომ ჩაეკეტათ. რა მოსთვლის ყველაფერს?! ჰოდა, რა გიკვირთ თქვენი დანახვა რომ არ სურთ? წამყვანმა ძირითადში აჭარიდან გადატანილი ხეებიაო. ჰოდა, მოისმინეთ რას ამბობს მასწავლებელი ლადო აფხაზავა. ასევე მოუსმინეთ ქალბატონ ნელი კონიაშვილს რას ყვება ხეებთან და არომატთან დაკავშირებით. თუმცა, ტყუილად ეკითხება, თქვენც ხომ გრძნობთო? ესენი სხვა არომატებს გრძნობენ. ბიძინა ივანიშვილი არ ჩავიდა გახსნაზეო. ჰო, პომპეზურად არ გახსნეს, ისევე როგორც გუშინ კიკვიძის პარკი და უამრავი სხვა ობიექტი, ადრე სამ-სამჯერ რომ ხსნიდნენ. ერთი კომენტარი მაქვს შენახული, დავდებ როგორმე, "პარკები ვჭამოთო?" ასე დამიწერა ქალბატონმა და უტვინოებადაც შეგვრაცხა. შენ შეგიშვებენ სურათების გადასაღებად, ჩვენ არაო. აბა ელაპარაკე?! ნეტა თუ უცქერის, რომ ყველა შეუშვეს?!


მოკლედ, გილოცავთ ამ ლამაზ დასასვენებელ ადგილს ზღვაზე თითქმის ყველა ისვენებს და, ალბათ, იმ 7-10 დღის მანძილზე, რასაც ზღვის კურორტებზე ვატარებთ, ერთ დღეს ყველა მოისურვებს დენდროლოგიურ პარკში დასვენებას. ვისაც არ გეთაკილებათ, გულში მაინც უთხარით მადლობა. ვინც ვერ ლახავთ წინააღმდეგობას, საკუთარ თავსაც დაუსვით კითხვა ერთი ხე თუ დაგირგავთ ან თქვენ, ან ყოფილ ჩინოვნიკებს, ახლა ნაძარცვი მილიონებით პარტიებს და ტელევიზიებს რომ ინახავენ?! მე ორ კვირაში ვეწვევი მშობლიურ გურიას და შეკვეთილის პარკსაც, შვილიშვილთან ერთად. დავფიქსირდები. მანამდე ფოტოებსაც დავდებ, ბევრი ლამაზი ფოტო გამოქვეყნდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ