16:51 02.08.2020
ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონა სკვერში ჩამომხრჩვალი ნახეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მისი საქართველოში გადმოსვენება მოხდება. „ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ამაჟამად ცხედარს უტარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია“, - განაცხადეს უწყებაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge