დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

“აკეთლების ღიღინი” - 9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ზემო აკეთს ეწვევა 04.08.2020 11:23

9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სხვა სტუმრებთან ერთად, ზემო აკეთს ეწვევა. 

 

ივნის–ივლისის თვეში, ზემო აკეთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლის ,,შავნაბადა“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის თემის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩინეს.

 

ექსპედიტორებთან და ადგილობრივ მოსახელობასთან ერთად, რესტავრაციაში აქტიურად ჩაერთო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და მერი - ალექსანდრე სარიშვილი.

 

 

დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად.

 

9 აგვისტოს, რესტავრირებულ საფლავებსა და რესტავრაციაში მყოფ  ტაძარს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილთან და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულებს.

 

 

აკეთი ელოდება თემურ ჭკუასელს, დავით ევგენიძეს, ანსამბლ "რუსთავს", ანსამბლ "შავნაბადას", თამარ ჭოხონელიძეს, გია ბაღაშვილს, მიქაბერიძეების ოჯახს, მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელ რუსუდან წურწუმიას, მალხაზ ერქვანიძეს, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორ გოგი მარგველაშვილს, დეკან გიორი შალუტაშვილს, რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს, ფოლკ. ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და  კულტურის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად, სამინისტროს თანამშრომლებს.

 

სახალხო ზეიმი წირვით დაიწყება, რომელსაც პრეზიდენტი დაესწრება და მსახურებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა  მგალობელთა გუნდები.

 

წირვის შემდეგ, სტუმრები ხუხუნაიშვილების საფლავებს და წმ. გიორგის სახელობის ტაძარს მოინახულებენ. 

 

 

მიღების მეორე ნაწილი, 15:30 საათიდან აკეთში, მაცხოვრის სახელობის ტაძრის ეზოში საკონცერტო ფორმატით და კულტურული ნიმუშების წარდგენით გაგრძელდება, სადაც დასწრება ყველასთვის შესაძლებელია.

 

ღონისძიების მთავარი მედია მხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ