დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ამ მსახიობებს სხვა ბრწყინვალე სახეებიც შეუქმნიათ, მაგრამ..." 04.08.2020 14:10

იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:


"ჩემი აზრით, ქართულ სინამდვილეში, არსებობს რამდენიმე უკვდავი როლი:

ვერიკოს ივდითი;
სესილიას ბებია;
უშანგი ჩხეიძის ურიელი;
აკაკი ხორავას ოტელო;
აკაკი ვასაძის ფარსმან სპარსი;
სერგო ზაქარიაძის ჯარისკაცის მამა;
ვასო გოძიაშვილის ლუარსაბი;
ლეილა აბაშიძის მაია წყნეთელი;
სალომე ყანჩელის ბერნარდა ალბა;
ზინა კვერენჩხილაძის ანტიგონე;
იზა გიგოშვილის გრუშე ვაჩნაძე;
ეროსი მანჯგალაძის გვადი ბიგვა;
სოფიკო ჭიაურელის ფუფალა;
რამაზ ჩხიკვაძის აზდაკი;
ოთარ მეღვინეთუხუცესის დათა თუთაშხია;
თენგიზ არჩვაძის არსაკიძე;
ნოდარ მგალობლიშვილის თეიმურაზ ხევისთავი;
ავთანდილ მახარაძის ვარლამ არავიძე.


***
ამ მსახიობებს სხვა ბრწყინვალე სახეებიც შეუქმნიათ, მაგრამ მათი სახელები, უპირველესად, მაინც ხსენებულ როლებთან ასოცირდება,"
- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ