დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ერთი გადარჩენილი სიცოცხლე და მისი "სიკეთის ქალაქი", რომელიც, უკვე სხვა ადამიანებს ეხმარება 04.08.2020 15:58

ფეისბუქგვერდი, სახელწოდებით  - "სიკეთის ქალაქი", სამი წლის წინ შეიქმნა, რომლის მიზანსაც, გაჭირვებული (ან ავადმყოფი) ბავშვებისა და მოხუცების უანგაროდ დახმარება წარმოადგენს.

 

გვერდზე გავრცელებულ ვიდეობს, სადაც, გაჭირვებულოჯახები, ან პერსონები არიან ნაჩვენები, მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს და არანაკლები - დახმარებისთვის  მზად მყოფი ადამიან. იმისათვის, რომ უკეთ გავცნობოდით "სიკეთის ქალაქის" საქმიანობას, "ჯორჯიან თაიმსი” გვერდის დამფუძნებელს - ნანა შველიძეს ესაუბრა:

 

"ხუთი წლის წინ, მძიმე სენი, - ლეიკემია დამიდგინეს. ხალხის დახმარებით თავი დავაღწიე ამ ვერაგ დაავადებას. ამის შემდეგ, მინდოდა უცნობი ადამიანებისაგან გაწეული თანადგომა კიდევ უფრო დამეფასებინა. სწორედ ამ მიზნით, სამი წლის წინ გვერდი - "სიკეთის ქალაქი" შევქმენ.

 

თავდაპირველად, სამეგობროში ვაგროვებდი პროდუქტებს, ჩემი ოჯახიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. პირველი სამი თვე ძალიან გამიჭირდა, არც მანქანა მყავდა და არც მართვა ვიცოდი, ხან ვის ვთხოვდი წავეყვანე სოფლებში, ხან - ვის. თითქმის ვერაფერს ვაგროვებდი, გვერდსაც მხოლოდ 65 მიმდევარი ჰყავდა.

 

ერთ დღესაც, ამერიკიდან ემიგრანტი დამიკავშირდა, რომელსაც, ვუთხარი, რომ ე ამ საქმეს ვეღარ გავუძღვებოდი. მეორე დღეს, მან "სიკეთის ქალაქისთვის" მანქანა მიყიდამაშინვე დავიწყე მართვის შესწავლა. ერთ კვირაში,   სოფლებში  უკვე თავად დავდიოდი, ეს საჩუქარი დღემდე "მავალდებულებს".


ჩემი ღვაწლი ამ ადამიანების წინაშე ძალიან მცირეა, რომ არა ხალხი და ჩემი ოჯახი, ვერაფერს გავხდებოდიმალე, ჩემმა გოგონამაც, საკუთარი  კომპანია დააარსა და "სიკეის ქალაქს" ყოველთვიური შემოსავლიდან 50%- ურიცხავსსწორედ ამ დახმარებით ვუტოვებ ბავშვებს საკვებს, როდესაც ვიდეოს გადასაღებად მივდივარ ოჯახებში, რომ მშივრები არ იყვნენ. თითქმის სულ გზაში ვარ, დღეში ათასობით კილომეტრს გავდივართ მე და ჩემი მეუღლე.  

 

ჩემი ამ ადამიანებთან კონტაქტი ერთი დღით არ შემოიფარგლება, მათ მუდმივად ვუკავშირდები. ამ ეტაპისთვის 328 ოჯახში ვიყავი უკვე, დაახლოებით - 1200 ბავშვთვან. ეს ყველაფერი კი ქართველი ხალხის დამსახურებაა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.  გასულ წელს "სიკეთის ქალაქი" წლის საუკეთესო ქველმოქმედის სახელით დაჯილდოვდა.


ვფიქრობ, ქართველის შინაგანი ბუნებიდან მომდინარეობს სიკეთს კეთება და მე ძალინ ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხის ნდობა დავიმსახურე.


მინდა აქვე დავააანონსო ის ფაქტი, რომ მე, დასავლეთ საქართველოში მაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც, სამომავლოდ, ამ ბავშვებისთვის სასწავლო ცენტრის აშენებას ვგეგმავ,“ - აცხადებს ჩვენთან საუბარში ქველმოქმედი - ნანა შველიძე.



/მოამზადა - თამარ ტოჩილაშვილმა/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ