დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ბეირუთში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 2 200-ზე მეტი დაშავდა 04.08.2020 23:09

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 2 200-ზე მეტი დაშავდა. „სიენენი“ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე, ჰამად ჰასანზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. ლიბანის პრეზიდენტმა, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების, შემდეგ, შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადა და დაავალა, რომ სიტუაციის მოგვარებაში ჩაერთონ. მან სამხედრო მოსამსახურეებს დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაავალა, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღე გამოაცხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ