დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ეპიდ-ვითარება საქართველოში 5 აგვისტოს დილის მონაცემებით 05.08.2020 11:38

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 არის სოფელი გაჩიანიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, 4 პაციენტი არის კონტაქტებიდან, ერთი სამედიცინო პერსონალი, ხოლო 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა.

 

ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, „კოვიდ ცენტრებში“ 244 პაციენტი მკურნალობს.

 

„4 პაციენტი არის გაჩიანიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთია სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 4 არის კონტაქტებიდან და 3 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. აგვისტოს პირველი რიცხვიდან დღემდე 26 ახალი შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელებული კი 27. კოვიდი არ მიდის არსად, ცხოვრობს ჩვენთან ერთად და იმისთვის, რომ ეს მონაცემები არ იყოს დიდი და შემაშფოთებელი, აუცილებელა ყველა რეგულაციის შესრულება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

 

„დაგვემატა 5 ახალი პაციენტი. სამი არის გაჩიანიდან, ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო ერთი შემთხვევა არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ