22:22 05.08.2020
მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა თბილისში გადაარჩინეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები. წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მდინარე მტკვრიდან გოგოს უვნებლად ამოიყვანა მალევე მოხერხდა. იგი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge