23:46 05.08.2020
„ჯუმბერ ბაჩალიაშვილს 2008 წელს სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა - ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე, თეონა თამაზაშვილზე!“

ნინო ჯღარკავას პოსტი:

 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილს 2008 წელს სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე, თეონა თამაზაშვილზე! ახლა გინდა ასე ატრიალეთ ეს დოკუმენტი, გინდა ისე , სიმართლე მწარეა. კაცი არის მოძალადე და მოძალადესთან თანაცხოვრება მუდამ აისახება შვილების ფსიქიკაზე, არ მითხრათ ახლა არაოოო! როცა ქმარი გცემს და ამას იტან, შენი შვილები ან ასეთი მოძალადეები იზრდებიან ან ხდებიან ჩაკეტილი და დეპრესიულები! რატომ ითმენდა ქალი ამას ეს მისი პრობლემააა. სამწუხარო შედეგიც დადგა!ესეც თამუნა ბაჩალიაშვილის ჩვენება პოლიციაში მიცემული-„დედაჩემმა ვინაიდან იყო ცუდად ოთახის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებმაც აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო დახმარება და შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კი გამოიძახეს პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ რამდენიმე წუთში, რა დროსაც დედაჩემმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა რომ სცემა მეუღლემ“, – წერია ჩვენებაში.

 

აქვე ის დეტალურად ყვება, თუ რის ნიადაგზე იწყებოდა კონფლიქტი მშობლებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მსგავსი ქმედების გამო თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი. მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge