პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვრედზე წერს:
"სოციალური პაკეტის კრიტიკის მორალური უფლება არავის აქვს, რადგან გაჭირვებული ადამიანის დახმარება ყოველთვის მისასალმებელია, თუნდაც ეს პოლიტიკური მოტივებით იყოს ნაკარნახევი.
პრობლემა სხვა რამეშია - ამ თანხების ბაზარზე გამოსვლა, იმ ფონზე, როდესაც ეს არა თუ ეკონომიკური ზრდით არის გამაგრებული, არამედ პირიქით სერიოზული ვარდნა გვაქვს, ბიძგს მისცემს ინფლაციური პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას.
შედეგი - საშუალოვადიან პერიოდში იგივე ადამიანის კიდევ უფრო გაღარიბება.
თუმცა, მთავარია არჩევნები გადავაგოროთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი..." - წერს ხუხაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge