16:51 09.08.2020
„ბიძინა მაგის ჩიტი არ არის, დამპალი საქონელი იყიდოს - ეგ გუბაზასა ჰგონია: მიყიდა, მაგრამ დამპალი გამოვდექი და გადამაგდოო“

დავით ზარდიაშვილის პოსტი:

 

ერთმა მეგობარმა მკითხა: ამდენ იწილო-ბიწილოს, ადგეს ბიძინა, მილიარდები ხომ აქვს და იყიდოს ბოლო-ბოლო ეს ნაცებია თუ რაღაცა ჯანდაბაო... რა ვუპასუხოთ? ალბათ, ზუმბას "ვაშლის გამყიდველოა" პასუხი. როგორც არასდროს, ისე აქტუალურია ახლა: "...დამპალი გამოდგა და ვეერ გადავყარე.. გადაყარე, ბიჭო, გადაყარე!!!"

 

ბიძინა მაგის ჩიტი არ არის, დამპალი საქონელი იყიდოს. არადა, ეგ გუბაზასა ჰგონია: მიყიდა, მაგრამ დამპალი გამოვდექი და გადამაგდოო, მაგრამ განა მართლა ეგრეა?! დაუშვათ და ეგრეც რომ იყოს, მით უფრო გამაოგნებელია - ამ გადაგდებულ დამპალს ახალი მყიდველი რომ გამოუჩნდა! ადრეც მაოცებდა და ეხლა, მით უმეტეს: ნეტა იმის ტვინში ჩამახედა, ნაცებს და განსაკუთრებით, აი, იმ ჩაჯვსა და ნოდარა ძ@ნერაძეს ხელფასს ვინც უხდის! ვისიც გინდა იყოს, თუ გინდ - სააკასი,უფრო სწორედ ბიძამისისა თუ დედიმისისა, კეზერასი თუ ჭუტასი, ამათში ჩადებული ფული და არა პატრონი, ცხადია, მაინც დასანანია და ცოდო! გადაყარეთ რა, ბოლო-ბოლო და მართლა და მართლა თქვე კრეტინებო, გადაყარეთ! ამ დამპლებში ამდენი ხანი რომ ფუჭადა ყრით ამდენ ფულს, ბოდიში და შიგ ხომ არა გაქვთ?! 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge