დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პაპის დიპლომატია: ლიბანიდან კავკასიამდე 10.08.2020 12:52

საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით დასავლურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატია გამოქვეყნდა, მათ შორის ვატიკანის პრესაშიც.


ვატიკანის ცნობილ გამოცემა Aci Stampa-ში 8 აგვისტოს დაიბეჭდა სტატია სათაურით „პაპის დიპლომატია: ლიბანიდან კავკასიამდე“, რომელშიც ვატიკანის (წმინდა საყდრის) პოზიციაა გამოხატული (ავტორი - ანდრეა გილიარდუჩი) საერთაშორისო მოვლენების მიმართ, მათ შორის 2008 წლის აგვისტომის მე-12 წლისთავის შესახებაც, რომელსაც ვრცელი პუბლიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ქვესათაურით „კავკასია ფოკუსში“.


როგორც გაზეთის კორესპონდენტი აღნიშნავს, სამხრეთ ოსეთის გამო 12 წლის წინ მომხდარ კონფლიქტს მსოფლიოში თანდათან ივიწყებენ, მაგრამ არა წმინდა საყდარი. ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვატიკანის [საგარეო საქმეთა] მინისტრი პოლ გალაჰერი სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა და შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნო, შარშან დეკემბერში კი ოკუპირებული ტერიტორიების მდგომარეობით საქართველოში ჩასული კარდინალი პიეტრო პაროლინი დაინტერესდა... ეს იმას მოწმობს, რომ პაპის დიპლომატია ყურადღებას აქცევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას.


ავტორი ესაუბრება საქართველოს ელჩს წმინდა საყდარში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელიც იხსენებს რუსეთის ჯარების შეჭრის ფაქტს საქართველოში და აცხადებს, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია სუვერენული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“. მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ევროპულ და საერთაშორისო მშვიდობას. 2008 წელს მომხდარი ომის რუსეთისათვის ერთგვარი პრეცედენტია. ამას ადასტურებს მოსკოვის მოქმედება უკრაინის მიმართაც. „მაშინ როცა საქართველოსმ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტი, რუსეთი პირიქით, მის დარღვევას აგრძელებს და წინ სწევს ე.წ. საზღვრის ხაზს, უკანონოდ ქმნის ბარიერებს, ავლებს მავთულხლართებს და ამით ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზები არსებობს, შექმნილია მძიმე კრინიმოგენური და ჰუმანიტარული სიტუაცია: ხდება ადამიანთა გატაცებები, დაბალია მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობა... თვით კორონავირუსის პანდემიის დროს, გაეროსა და რომის პაპის მოწოდების მიუხედავად, საოკუპაციო ხელისუფლება უკანონო ქმედებას აგრძელებს.


ქართველი დიპლომატი კორესპონდენტთან საუბარში ეხება რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებს, კერძოდ, თბილისში არსებული ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც თითქოსდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს და ამბობს, რომ ამერიკელების მიერ შექმნილი ლაბორატორია ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს სასარგებლო საქმეს აკეთებს.


ელჩმა საუბრისას ხაზს უსვამს, რომ საქართველო მზადაა მომავალშიც გასწიოს დიდი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისათვის საერთაშორის არენაზე. „თბილისის პროპრიტეტია ნდობის განმტკიცება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან“, - ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი. საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება დიდი იმპულსი იქნება შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებისათვის.


წყარო: https://www.acistampa.com/story/diplomazia-pontificia-focus-internazionale-dal-libano-al-caucaso-14790


/მოამზადა - სიმონ კილაძემ/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ