დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ეს თვითმკვლელობა ინსცენირებულია - ლეპტოპი სამსახურის იყო და იქიდან ვინ სად შეაღწია, არ ვიცი“ 10.08.2020 20:49

გასულ კვირას, 23 წლის გარდაცვლილი გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. თამარის თანაკურსელი ბაჩანა ლობ­ჟა­ნიძე პროგრამისტის ოჯახში "შეყვარებულის" სტატუსით მივიდა. მას "კვირის პალიტრა" ესაუბრა:


- თამარის ოჯახში სამძიმარზე ვიყავი, როცა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციიდან დამირეკეს, დამკითხეს და ღამის 3 საათზე გამომიშვეს. მერე კიდევ დამიბარეს... არ ვიცი, რატომ დამიბარეს. ალბათ, იმიტომ, რომ თამარს ბოლოს 19 ივნისს შევხვდი, მასთან დამირეკავს და "ფეისბუკშიც" მიმიწერია.

- მართლა თამარის შეყვარებული იყავით? ვნახე თქვენი ვიდეო, სადაც 5 წლის შეყვარებულებს არ ჰგავხართ...
- ჩვენ არ გვახასიათებდა სელფების გადაღება, სამსახურთან დახვედრა, მერე სადღაც ერთად წასვლა და ა.შ.

- ბოლო მესიჯი ჩემი გაგზავნილი იყოო, ამბობთ. რაზე ისაუბრეთ?
- 19 ივნისს შევთანხმდით, რომ თამუნა ZAG-იდან წამოვიდოდა. მეუბნებოდა, პროგრესი არ არის, მე კი განვითარება მინდაო. მოვილაპარაკეთ, რომ მისთვის მესწავლებინა და ერთად გვემუშავა ხელოვნურ ინტელექტზე. მიმოწერაში ვეკითხებოდი, სამსახურიდან წამოხვედი-მეთქი? ჯერ არაო. სამჯერ ვკითხე და მესამედ კითხვა უპასუხოდ დატოვა. ვფიქრობ, განზრახ არ მითხრა წამოსვლის ამბავი. ალბათ, რაღაცას გეგმავდა. ეს თვითმკვლელობა ინსცენირებულია. ვიღაცისგან თუ ვიღაცებისგან საფრთხეს რომ გრძნობდა, ისიც მეტყველებს, რომ გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე ელექტროშოკერი იყიდა.

- დედამისი ამბობს, 5-6 თვით ადრე იყიდაო.
- გამოდის, მაშინ იყიდა, როცა კომპანიაში დადიოდა (კარანტინის დროს შინ მუშაობდა) - ანუ ZAG-ში მუშაობისას, ვინაიდან ვიღაცისგან საფრთხეს გრძნობდა.

 

- თამარის მეგობარმა დეამ თვითმარქვია შეყვარებული გიწოდათ. ამბობს, თამუნას სხვა უყვარდაო. საკვირველი იყო თქვენი პასუხი, გაუჩინარებული შეყვარებული რომ არ გიძებნიათ.
- არ მქონდა მოსაძებნი სახსრები, ამიტომ მოტივის ძიება დავიწყე. დეამ ვისზეც თქვა, შეყვარებულიაო, ის ბიჭი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და თუ უყვარდა რატომ იქცევა ასე?

- თამარს Tropical MBC-ზე თუ უთქვამს რამე, რომლის პორნოსაიტების პროგრამულ უზრუნველყოფას თურმე ZAG-ი ეწეოდა.
- თამარს ვენდობოდი და მის ზურგს უკან ZAG-ის საქმიანობა არ გამირკვევია. მისი გარდაცვალების შემდეგ დავიწყე გამოძიება და მივაგენი, რომ მარკეტზე ეს კომპანია მუშაობს, კონტენტი პორნოინდუსტრიას შეეხება.

- სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თამარის კომპიუტერის გახსნას დაესწარით.
- თამარს რაც "გუგლში" მოუძებნია, მხოლოდ ისინია დარჩენილი, სხვა ისტორიები კი ბრაუზერიდან ამოშლილია, ანუ თამარს მხოლოდ ის ინფორმაცია არა აქვს ამოშლილი, რაც მის საქმიანობას ამხელდა? ვფიქრობ, კომპიუტერი სხვამ გაასუფთავა.
ბრაუზერის ისტორიები ინჟინრულად შეიძლება ჩასწორდეს. შესაძლოა ისინი თამარის აკრეფილი არც იყოს. იქ ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ის ლეპტოპი სამსახურის იყო და იქიდან ვინ სად შეაღწია, არ ვიცი.

- თამარის დედა თქვენ გდებთ ბრალს, რომ იმ საბედისწერო დღეს გოგონა სახლიდან თქვენ გაიტყუეთ...
- ქალბატონმა თეონამ ბევრი რამ თქვა ჩემზე. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც მითხრა, აქციის გამართვას ვაპირებთ ამერიკის საელჩოსთან, რათა საქმეში FBI ჩაერთოსო. მე მეგონა, კომპიუტერის გახსნისთვის ითხოვდნენ ფედერალური ბიუროს ჩართვას და ვუთხარი, რომ ამისთვის FBI-ს ჩართვა არ იყო აუცილებელი. ამის შემდეგ აღარ მენდობა.
კვირის პალიტრა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ