დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„იქამდე მივიდა ეს უზნეობა, რომ სანამ სახელმწიფო და კანონი არ დაიცავს მიცვალებულებს, მანამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი“ 10.08.2020 21:27

მანჩო გიორგობიანის პოსტი:

 

ადამიანებო, ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ მხოლოდ Homo Sapiens კი არ ვართ, არამედ უნდა ვეცადოთ ვიყოთ Homo MORALES !.. სინდისის და ნამუსის ძარღვია, რაც ცხოველებისგან გაგვანსხვავებს... ეს, რაც ხდება მიცვალებულებთან დაკავშირებით , არის უკიდეურესი უზნეობა და ვერანაირი "კეთილი ზრახვებით" და "გამოძიების" სურვილით ვერ გამართლდება ეს განუზომელი სიბინძურე, ასევე ვერ გამართლდება , როდესაც თავდაცვის მიზნით და იმის გამო, რომ "თვითმკვლელობამდე მიყვანა" არ დაბრალდეთ, უახლოესი ადამიანებიც კი ახურდავებენ და ნაწილ-ნაწილ ათრევენ თავიანთ მიცვალებულებს... მით უმეტეს, სანამ ნახევამილიონიანი ნახვები ექნება ამ დაუნდობლობას, მანამ გაგრძელდება ეს ამორალობა!


იქამდე მივიდა ეს უზნეობა, რომ უკვე სანამ სახელმწიფო და კანონი არ დაიცავს მიცვალებულებს, მანამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი და მერე ნუ გაიკვირვებთ, პირუტყვები , ნამუსის ძარღვგაწყვეტილი ამებები საიდან გამოგვერია ახალგაზრდებშიო ... ამ საგიჟეთში, ერთი ნათელი ადამიანი დავინახე , კარგი მეგობარი, რომელმაც არ გააშიშიშვლა თავის ახლოებლი ადამიანი და არ გახადა ქვეყნის საჭორაოდ, დეა კაპანაძე გამოვარჩიე , საოცრად კულტურული გოგო და იმასაც ერჩიან, როგორ გაბედა და პირველივე დაძახებაზე არ გამოცხადდა "მთავარ საგამოძიებო კანტორაში" თურმე! კარგით რა! მართლა და მართლა . ვინ დაგნიშნათ გამომძიებლებად?! რა უფლებით ლანძღავთ და აშავებთ გოგოს, რომელიც ერთად აღებული ჭირისულფლიან -გულშემატკივრებიანად ყველას გჯობიათ მანდ!?!! ...
ყოჩაღ , დეას მშობლებს! კარგი შვილი აღუზრდიათ .. დეა, გულწრფელად გისამძიმრებ მეგობრის დაღუპვას, შენზე ძალიან არც არავის უნერვიულია ამ ტრაგედიაზე, როგორც ვატყობ... ზოგი საკუთარ ტყავს უფრთხილდება, თვითმკვლელობის ვერსიას ებრძვის , ზოგს პოპულარობა და რეიტინგები სურს თამარზე ზღაპრების შეთითხვნის ხარჯზე... საცოდავი გოგო ... უფალო შეიწყალე...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ