13:19 11.08.2020
"აფხაზეთის ეკონომიკური დანაკარგები პანდემიის გამო ძალზე მნიშვნელოვანია"

რუსეთის გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») გამოქვეყნებულია ინტერვიუ  აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან სათაურით „აფხაზეთის ეკონომიკური დანაკარგები პანდემიის გამო ძალზე მნიშვნელოვანია“, რომელშიც იგი ჟურნალისტ ტატიანა ბაიკოვასთან საუბრობს რუსი ტურისტების მნიშვნელობაზე, საქართველოსთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე და სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობაზე.


ინტერვიუს დასაწყისში ასლან ბჟანია მადლობას უხდის რუსეთს მდ.ფსოუზე საზღვრის გახსნისათვის: „სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ ხალხებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გვაკავშირებს... აფხაზეთის ეკონომიკური დანაკარგები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ძალზე მნიშვნელოვანია. სიტუაცია გაუარესდა ტურისტული სეზონის ჩაშლის შედეგადაც: ყველასათვის ცნობილია, რომ აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკის საკვანძო დარგს ტურიზმი წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 35% იქმნება და რომელიც 10 ათასი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს. მაგრამ ჩვენ ხელებჩამოშვებულები არ ვართ - ვცდილობთ რეალური სიტუაციის მიხედვით ვიმუშაოთ. კრიზისიდან გამოსვლა ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ მეგობარი რუსეთი დაგვეხმარება“, - ამბობს ასლან ბჟანია ინტერვიუში.


კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია რუსეთთან საზღვარი ისევ დაიხუროს აფხაზეთში კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, ასლან ბჟანია პასუხობს, რომ ხმები „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. „დიახ, საზღვრის გახსნიდან ორი დღის შემდეგ ვირუსის გამოვლენის ფაქტებმა მოიმატა, მაგრამ ეს რუს ტურისტებთან დაკავშირებული არ არის. სოხუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში სანიტარული წესები დაარღვიეს. ეს არის ეს. სპეციალისტების აქტიური მოქმედების წყალობით კორონავირუსის გავრცელება შეჩერებულია. სულ აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირებულია 134 ადამიანი, მათგან 34 გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა. ამჟამად გუდაუთი კოვიდცენტრში 43 პაციენტი მკურნალობს. მოსკოვიდან ჩამოსულია მედიკოსების ჯგუფი გამოცდილი ექიმების - ინფექციონისტების, თერაპევტების, რეანიმოლოგების შემადგენლობით, რომლებიც თავიანთ აფხაზ კოლეგებს დაეხმარებიან. ასე რომ, საზღვარი აღარ დაიხურება“.


- არის რაიმე დადებითი ცვლილებები საქარტველოსთან ურთიერთობაში? მზად ხართ თუ არა მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის?


- დღეისათვის დადებით ცვლილებებზე ვერ ვილაპარაკებთ. აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობაში საკვანძო საკითხია ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერა, მაგრამ თბილისი მსგავსი სამართლებრივი დოკუმენტის გაფორმებაზე უარს აცხადებს.


ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა მართლაც არის დაინტერესებული მშვიდობის განმტკიცებაში, მაშინ მან მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინოს პრაქტიკული მოქმედებით და არა კეთილი განზრახვების დეკლარაციებით. მათ რეალური ნაბიჯებით უნდა დაარწმუნონ აფხაზეთი და აფხაზი ხალხი იმაში, რომ პოლიტიკური დაპირისპირების გადასაჭრელად ძალისმიერი მეთოდები მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო პრაქტიკიდან  გამორიცხული იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ნდობის თანდათანობით აღდგენაზე და კონსტრუქციულ ურთიერთობაზე. ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ საქართველომ აღიაროს ბოლო ათწლეულში ჩამოყალიბებული რეალიები, მათ შორის ყველაზე მთავარი, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, აქედან გამომდინარე ყველა სამართლებრივი, პოლიტიკური და სხვა შედეგებით. ამ შემთხვევაში არანაირი სხვა პოზიცია არ არსებობს. იმავდროულად ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, რომლითაც ორივე ხალხია დაინტერესებული - აფხაზეთშიც და საქართველოშიც. მხოლოდ ასეთ პრინციპების დაფვითაა შესაძლებელი ჩვენი შემდგომი დიალოგი, ურთიერამოკიდებულება და სიტუაციის ნორმალიზება. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომები ორივე მხარისთვის მომგებიანია.


- მიმდინარეობს თუ არა ICAO-სთან მოლაპარაკება სოხუმის აეროპორტისათვის აუცილებელი სპეციალური კოდის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო ავიარეისების შესასრულებლად? რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს უახლოეს პერსპექტივაში?


- სოხუმის აეროპორტის ამოქმედება-განახლების საკითხი ჩვენს სახელმწიფოებრივ ამოცანებში პრიორიტეტულია და მასზე მუდმივად ვმუშაობთ. როგორც ცნობილია, 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა და თავისი დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაციები ამოიღო. მას შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლება მუდმივად ეძებს საკმაოდ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს. ბოლო დროს თანამშრომლობისათვის თავისი დაინტერესება გამოხატა ჯგუფმა „სინდიკა“-მ,მაგრამ პროექტის მნიშვნელოვანმა ხარჯებმა, საერთო ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, აღნიშნულმა პარტნიორისთვის საკითხის აქტუალობა დაიკარგა. ამ ეტაპზე რაიმე ახალი წინადადება არ არის. მაგრამ აფხაზეთის რესპუბლიკა მაინც აგრძელებს საკითხის გადაწყვეტის ძიებას, რათა აეროპორტი აღდგეს და ავიარეისები განხორციელდეს.


პრობლემა ძალზე სერიოზული და მრავალპროფილურია. აეროპორტის ამუშავების საკითხის გადაუწყვეტლობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს იწვევს, აფერხებს აფხაზეთის განვიტარებას და ჩვენი სახელმწიფოს იმიჯზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სოხუმის აეროპორტს აქვს რიგი უპირატესობებეი და ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ეფექტურად იმუშავებს არამარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის სასარგებლოდაც. ჩვენ ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა ICAO-ს დონეზეც. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ამ წარმატებამდე ერთად მივალთ.


წყარო: https://iz.ru/1046272/tatiana-baikova/ekonomicheskie-poteri-abkhazii-iz-za-pandemii-vesma-znachitelny


/მოამზადა:სიმონ კილაძემ/




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge