დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„დავიწყებული თვითმფრინავი“ თურქულ აეროპორტში თავის ქართველ პატრონს ცხრა წელი ელოდება“ 11.08.2020 13:28

თურქულ გაზეთ „დეილი საბაჰ“-ში («Daily Sabah») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დავიწყებული თვითმფრინავი“ თურქულ აეროპორტში თავის ქართველ პატრონს ცხრა წელი ელოდება“. პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია:


„თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვანის პროვინციამ დიდი ხანია მოიშუშა 2011 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრით მიყენებული ჭრილობები, მაგრამ საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების ჩამტანი თვითმფრინავის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.


საჰაერო ხომალდი Ил-76ТД, რომელიც ქართულ ავიაკომპანია «Sky Georgia»-ს ეკუთვნის, ერზერუმის აეროპორტში 9 წლის წინ დაეშვა და შემდეგ უკან აღარ გაფრენილა: თვითმფრინავს კაბინა დაუზიანდა და შესაკეთებელი გახდა. საჰაერო ხომალდმა 2011 წლის ოქტომბერში ქალაქ ერზერუმში მიწისძვრით დაზარალებულებისათვის კარვები და პირველი საჭიროების ნივთები ჩაიტანა. როგორც ცნობილია, იმ დროს ერზერუმის აეროპორტი ყველაზე ახლოს იყო მიწიძვრის ზონასთან.


როცა ტვირთისაგან გათავისუფლებულმა საქართველოს თვითმფრინავმა ჰაერში აფრენა დააპირა, ის რატომღაც ყირგიზეთის თვითმფრინავის ფრთას წამოედო და კაბინა დაუზიანდა.


აეროპორტის ხელმძღვანელობამ „ილ-76“ აეროპორტის კუთხეში გადაიყვანა რემონტის მიზნით და მის მეპატრონეს დაუკავშირდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა: როგორც გაირკვა, ავიალაინერის მფლობელ კომპანიას თვითმფრინავის დაზღვევის საკითხში პრობლემები გაუჩნდა.


ჩინოვნიკების თქმით, ჩვეულებრივი სტატუსის თანახმად, „ილ-76“-ის მფლობელს აეროპორტში თვითმფრინავის 9-წლიანი დგომისათვის 1,2 მილიონი ევროს გადახდა უწევს, თუმცა რადგანაც მას ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი აქვს, გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდება. ამასობაში კი „მეჩეჩზე გარიყული“ თვითმფრინავი „მოწყენილი“ დგას და პატრონს „მოთმინებით“ ელოდება...


წყარო: https://www.dailysabah.com/turkey/forgotten-plane-awaits-removal-for-9-years-at-turkish-airport/news

 

/მოამზადა: სიმონ კილაძემ/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ