15:17 11.08.2020
პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი, მატრამვირებელი საგნის ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი, - ამის შესახებ პრკურატურაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები.


„სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება-დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15-25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი, მატრამვირებელი საგნის ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები“,-აღნიშნა პროკურორმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge