დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„1992 წლიდან დღემდე, ვინც იყო ხელისუფლებაში და გახდა მილიონერი, უკან რომ მოიტანოს შეჭმული თანხის 10 % მაინც, საქართველო იქნება ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა“ 12.08.2020 22:31

ირაკლი ლატარიას პოსტი:

 

1992 წლიდან - დღემდე, ვინც იყო ხელისუფლებაში და გახდა მილიონერი, მათ რომ უკან მოიტანონ თავიანთი შეჭმული თანხის 10 % მაინც, საქართველო ზუსტად 1 წელიწადში იქნება ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში!!! შევარდნაძის დროს ვინც გახდა მილიონერი, არავინ უკან ფული არ დააბრუნა, სააკაშვილის დროს ვინც შეჭამა ფული არავის უკან არ დაუბრუნებია, კვირიკაშვილის დროს ვისზეც ყველა საუბრობდა, რომ ძალიან დიდი ფული შეჭამეს, არავის ფული უკან არ დაუბრუნებია და კიდე კარგად ვართ, როგორც ვართ. ამიტომ არის სიტყვა სამართალი და სიმართლე. არავის უნდა შერჩენოდა არასოდეს და ახლა ვიქნებოდით ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომელსაც აფხაზი და ოსი ძმები თვითონ შეეხვეწებოდნენ იქნებ თქვენთან ერთად ვიყოთო!!!

 

მართლა არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა ქონდეს ზაზა ოქუაშვილს ჩემი ქვეყნის ბიუჯეტის მიმართ 24 მილიონი დავალიანება, არ იხდიდეს თანხას და ამავ დროულად ითვლებოდეს მილიონერად? ასეთი რამ გაგიგიათ სადმე? მე, არა. უგულავამ 50 მილიონამდე შეჭამა, კეზერაშვილმა რამდენი, ვინ იცის, შევარდნაძის დროს რამდენი მინისტრი, ან საბაჟოს უფროსი და ა.შ თანამდებობის პირი ვიცით, რომელთაც ხელფასები ქონდათ 130 ლარი და დადიოდნენ 200 000 ლარიანი მანქანებით.

 

ამ ყველაფრის შემდეგ ყოველ წელს მთავრობა საწყლად გეგმავს ბიუჯეტს და ფიქრობს ვის რამდენი ათეული ლარით გაუზარდოს ხელფასი თუ სოციალური დახმარება და საიდან მოიტანოს ეს თანხები. არადა რამდენიმე თვე უნდა ფინანსურ პოლიციასა და რამდენიმე ძალოვან უწყებას კანონიერი მოთხოვნები დაუყენოს ყველას, ვინც ოდესმე ბიუჯეტი გაძარცვა და პენსია 200 კი არა, შეიძლება 700 ლარიც კი გახდეს!!! მეწველი ძროხასავით რომ იყენებდა ყოველთვის ესა თუ ის პირი ბიუჯეტს, მაგის გამო რატომ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნიდან შემოსული გრანტებისა თუ დახმარებების მოლოდინში? როგორ შეიძლება ქვეყანაში გყავდეს ამდენი გაჭირვებული ადამიანი და ამავე დროს გყავდეს ამდენი მილიონერი? თან აქ ერთი რამ მამწარებს ყველაზე მეტად, კარგი ხო, არ აბრუნებ არ აბრუნებ, საკუთარ რეგიონს, სოფელს რომ მიხედო არ შეგიძლია შე მამაცხონებულო? საჩხერე როგორც გააკეთა ბიძინამ, მასე რომ ყველა იმ მილიონერმა საიდანაც არის წარმოშობით რომ მიხედოს თავის რეგიონს, ახლა ხომ გვეყოლებოდა უამრავი გაღიმებული ოჯახი? არა რა, ზოგჯერ საჭიროა უ-მკაცრესი ხელი, თან ამ ხელს კანონიც გიმაგრებს და მიხედეთ, სულ ნუ დაიჭერთ ნურავის, ბიუჯეტში ფული დააბრუნონ!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ