23:41 12.08.2020
„გვარამიამ გააკეთა ის, რასაც წლებია აკეთებს - ყველა მკვლელობის და უბედური შემთხვევის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი“

შალვა თოიძის პოსტი:

 

ვინც თვალი ადევნეთ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაგამოძიებას, საბოლოოდ ხომ დარწმუნდით, რა სწორად მოიქცა შაქარიშვილის ოჯახი, როდესაც ეს პოლიტიკური სვავები შვილის პირადი ცხოვრობის საჯიჯგნად რომ არ შეუშვა საკუთარ ოჯახში. ჯერ ამ საწყალ გოგოს რა გაუკეთეს. მთელი პირადი ცხოვრება გამოუტანეს საჯაროდ. ამ პირადშიც ტყუილ-მართალი ერთმანეთშია აზელილი და მაყურებლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფერს ისე ადევნებს თვალს, თითქოს ნახევრად ბრიტანულ, ნახევრად ბრაზილიურ სერიალს უყურებდეს.


ეს პერიოდი არ მეცალა და სურვილიც არ მქონდა დეტალებში ჩავძიებოდი ამ საქმეებს, სანამ გამოძიების შედეგები და სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენი არ დაიდებოდა, მაგრამ ახლა ვუყურე გვარამიას ინტერვიუს თამარ ბაჩალიაშვილის "შეყვარებულთან". რა თქმა უნდა მთელი ამ ხნის მანძილზე ისტერიის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი იყო. ჰოდა, გვარამია ეკითხება "შეყვარებულს" ბიძინას (თუ ბერას. რა მნიშვნელობა აქვს) კომპიუტერის გატეხვა და ინფოების წამოღება თუ შეგიძლიაო და ამანაც, კი, აბა რაო. ჯერ ერთი ასეთ პასუხს რომ გაგცემს რესპოდენტი, ლოგიკურად კითხვა უნდა გაგიჩნდეს, კი მაგრამ ბიძინას რა დამცავი მექანიზმები აქვს თავის კომპიუტერულ ქსელზე დაყენებული, რომ შენ და შენისთანა პროგრამისტებმა საქართვრლოდან და მსოფლიოს მასშტაბით თუ გადავიანგარიშებთ ათასობით ჰაკერმა კომპი არ გაუტეხოთო, ჰო? მაგრამ ამ დროს გვარამია პაუზას აკეთებს და გადადის სხვა თემაზე. ანუ გააკეთა ის (ნიყვი აბა ტყუილად კი არ აჭამა) რასაც წლებია აკეთებს, განსაკუთრებით ამ საქმეებზე, რომ ყველა მკვლელობის და უბედური შემთხვევის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და ამ საწამლავს "გამომძიებელი" მაყურებლის გონებაში ის მიზანმიმართულად აწვეთებს უკვე მრავალი წელია და ბევრი მათგანი თუ არ იჯერებს, მცირე ეჭვი მაინც შეაქვს ამ აბსურდში და ბოდვაში. ავტორის მიზანიც სწორედ ეჭვის გაჩენა და გაღვივებაა, თორემ დამტკიცებით რაც არ არსებობს რას დაამტკიცებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge