14:48 13.08.2020
უცხოური პრესა: „მოზამბიკი ადასტურებს და უარყოფს“

გერმანული „დოიჩე ველე“-ს («Deutsche Welle») ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომლის სათაურია „მოზამბიკი ადასტურებს და უარყოფს“, ნათქვამია, რომ მოზამბიკის მთავრობამ პირველად, ბეირუთში მომხდარი აფეთქებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, დაადასტურა, რომ საქართველოში შეძენილი ამონიუმის გვარჯილა მოზამბიკისთვის იყო განკუთვნილი და გემი „რუსოსი“ ბეირას ნავსადგურში მიემართებოდა.


მოზამბიკის მთავრობის წარმომადგენლის ფილიმაო სუაზეს თქმით, მოზამბიკის ნავსადგურებში ყოველწლიურად მილიონობით ტონა გვარჯილა შემოდის როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე სხვა მიზნებისათვის. ტვირთი შემდეგ ნაწილდება და ტრანზიტით მიდის მეზობელ ქვეყნებში - ზამბიაში, ზიმბაბვეში, მალავიში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.


2013 წელს მოზამბიკურმა კომპანიამ „ფაბრიკა დე ექსპლოზივოს“-მა გვარჯილა საქართველოში მართლაც შეიძინა, სამთო სამუშაობებისთვის აუცილებელი ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების მიზნით, მაგრამ ტვირთს მოზამბიკამდე არ ჩაუღწევია. მოზამბიკის ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ ჰქონია გემ „რუსოს“-თან, რომლის კაპიტანი ვალდებული იყო გაეფრთხილებინა ქვეყნის ეროვნული საზღვაო საზღვრის გადაკვეთის თაობაზე, თუმცა ეს არ მომხდარა. ამის შემდეგ კომპანია „ფაბრიკა დე ექსპლოზივოს“-მა გვარჯილის ახალი პარტია სხვა მომწოდებლისგან შეისყიდა.


ამასთან, როგორც მოზამბიკის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, მისი ქვეყანა უარყოფს ყოველგვარ პასუხისმგებლობას ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით: „რატომ რჩებოდა ამდენ ხანს გვარჯილა ბეირუთის ნავსადგურში? პრობლემა ამონიუმის გვარჯილაში კი არაა, არამედ მისი შენახვის წესების უხეშ დარღვევაში“, - განაცხადა ფილიმაო სუაზემ.


წყაროები: https://p.dw.com/p/3gs3w

https://www.korabel.ru/news/comments/vlasti_mozambika_zayavili_chto_ammiachnaya_selitra_s_sudna_rhosus_prednaznachalas_dlya_afriki.html

მოამზადა - სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge