დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ვი­ღაც აში­ნებ­და, ემუქ­რე­ბო­და - პა­სუ­ხია გა­სა­ცე­მი კი­თხვა­ზე, ვის მი­მართ იყო უძ­ლუ­რი და რა არ შე­ეძ­ლო?“ 13.08.2020 20:47

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ მისი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

 

"პი­რა­დად მე, უძ­ლუ­რი ვარ მის წი­ნა­შე", - ეს არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ერთ-ერთი ბოლო ფრა­ზა, რო­მე­ლიც მან ფურ­ცელ­ზე და­წე­რა. აქვე წე­რია წე­რია ციფ­რი - "15"... ამ პოს­ტის გამო გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე შსს-ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. ჟურ­ნა­ლის­ტის აზ­რით, თა­მარ­მა ეს ჩა­ნა­წე­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მცი­რე ხნის წინ გა­ა­კე­თა. Ambebi.ge ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

- და­კი­თხვა­ზე როცა ვი­ყა­ვი, მი­თხრეს, რომ ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ რო­დის, ეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ. მე ვნა­ხე ორი­გი­ნა­ლი, გა­და­ვუ­ღე ფოტო და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ჩემი აზ­რით, ეს არ უნდა იყოს დიდი ხნის გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. დამ­რჩა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს წე­რი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე არც თუ დიდი ხნის წინ და­წე­რი­ლი.

- რა ვერ­სია გაქვთ თქვენ და რა ვერ­სია აქვს გა­მო­ძი­ე­ბას?

- ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ თუ ექ­სპერ­ტი­ზა უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ეს არის მარ­თლაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი, მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იფიქ­როს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ უფრო გაგ­ვიმ­ყარ­და ვა­რა­უ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ვი­ღაც აში­ნებ­და, ემუქ­რე­ბო­და. პა­სუ­ხია გა­სა­ცე­მი კი­თხვა­ზე - ვის მი­მართ იყო უძ­ლუ­რი და რა არ შე­ეძ­ლო?

 

- ვინ­მემ იცის, რაზე მი­ა­ნიშ­ნებს ციფ­რი - 15?

- ამ ციფრ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი ვერ­სია მო­ვის­მი­ნე. ცხა­დია, ყვე­ლა ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, ვიდ­რე არ და­დას­ტურ­დე­ბა რა­ტომ - 15. ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­შია და მან უნდა უპა­სუ­ხოს ამ კი­თხვა­ზე, მაგ­რამ დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამან დო­კუ­მენ­ტუ­რად კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რა ის მო­საზ­რე­ბა, რომ თა­მა­რი მოკ­ლეს და შემ­დეგ დად­გეს თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა.

 

- მა­ინც რა ვერ­სი­ე­ბი მო­ის­მი­ნეთ?

- რომ მაგ. ასო პ არის 15-ე ასო, ან ეს რო­მე­ლი­მე ქუ­ჩის ნო­მერს უნდა ნიშ­ნავ­დეს. სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, თავს შე­ვი­კა­ვებ. ვერ­სი­ე­ბი არ ვიცი და ეს თუ რამე კონ­კრე­ტულს ნიშ­ნავს, ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იმუ­შა­ოს.

 

- რა კი­თხვე­ბი ჰქონ­და თქვენ­თან გა­მო­ძი­ე­ბას?

- სულ ორი კი­თხვა ჰქონ­და: სა­ი­დან მო­ვი­პო­ვე ეს დო­კუ­მენ­ტი, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ და­ვა­სა­ხე­ლებ­დი იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ეს მაჩ­ვე­ნა და მე­ო­რე - რა ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებ­თან. ვუ­პა­სუ­ხე, რომ ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი და მათ­თან პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

 

- სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი თა­მა­რის ბლოკ­ნო­ტი­და­ნაა...

- ეს ჩა­ნა­წე­რი მშობ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. თა­მა­რის ბლოკ­ნო­ტი გა­მო­ძი­ე­ბას ამო­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. მო­ვი­კი­თხე და ერთი კვი­რის წი­ნაც კი არ ჰქონ­დათ წა­ღე­ბუ­ლი. მას­ში ჩა­წე­რი­ლი იყო რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი, ასე­ვე ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი. რა­ტომ­ღაც გა­მო­ძი­ე­ბამ მა­შინ არ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ მისი ამო­ღე­ბა და გა­შიფრ­ვა. ახლა ამო­ი­ღეს თუ არა, არ ვიცი, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ ჩა­ნა­წე­რის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბამ დღეს შე­ი­ტყო, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კი­დევ ბევ­რი სი­ახ­ლე გა­ი­გოს. ვფიქ­რობ, ეს ბლოკ­ნო­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­ნია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

 

- მშობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი მათი შვი­ლი­საა? ალ­ბათ ცნო­ბენ თა­მა­რის კა­ლიგ­რა­ფი­ას...

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადას­ტუ­რე­ბენ. ამას ცხა­დია, ექ­სპერ­ტი­ზა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს ნა­პოვ­ნი არ არის მან­ქა­ნა­ში ან ქუ­ჩა­ში, ნა­პოვ­ნია იქ, სა­დაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ნივ­თე­ბი ინა­ხე­ბო­და. რო­გორც ვვა­რა­უ­დობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა და კარ­გია, რომ მო­ვა­ხერ­ხეთ მისი მო­პო­ვე­ბა და გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­ვი­პო­ვებთ ხოლ­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და მერე იწყე­ბენ ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას.

 

 


 Ambebi.ge 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ