დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს 13.08.2020 21:58

მცხეთის სამედიცინო ცენტრში დღის მეორე ნახევარში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს. როგორც კლინიკიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ოთხივე ერთი ოჯახის წევრია და ისინი თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. ინფიცირების წყაროები ზუსტდება. მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით კი, ნიმუშების ნაწილზე პასუხებს ელოდებიან და შესაძლოა. ე.წ. ყაზბეგის კლასტერი გაიზარდოს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებითაც, ტესტის პასუხების ანალიზი ახლა მიმდინარეობს და დაზუსტებული მონაცემები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ