21:08 14.08.2020
„სანამ არ მიხვდებიან ქართველები და აფხაზები, რომ ამ ომით ერთმანეთი კი არა, საკუთარი მომავალი დამარხეს, იქამდე არაფერი ეშველება მომავალს“

ლია ტოკლიკიშვილის პოსტი:

 

14 აგვისტო, 1992 - ყველაზე საბედისწერო დღე ჩემი თაობისთვის და ჩემი თაობის წილ ისტორიაში. ამ დღეს შევცვივდით, "ჟიგულებზე" ამხედრებულები, "თავს გასული აფხაზებისთვის" ჭკუის სასწავლებლად. სინამდვილეში, რუსები გვასწავლიდნენ ჭკუას აფხაზებსაც და ქართველებსაც მთელი წლის წელში გამწყვეტი ბრძოლებით, რუსების ბომბდამშენები თხრიდნენ ძირფესვიანად ქართველებისა და აფხაზების სახლებს, რომლებიც, დიდი ანგარიშით, ჩვენც დავკარგეთ და მათაც... სანამ არ მიხვდებიან ქართველები და აფხაზები, რომ ამ ომით ერთმანეთი კი არა, საკუთარი მომავალი დამარხეს, იქამდე არაფერი ეშველება მომავალს. ისიც არ იყო შემთხვევითი, რომ მარიამობის მარხვის პირველ დღეს მოუქნიეს ერთმანეთს წლობით ნალესი სიკვდილის ცელი.


წლები არ გავა ისე და ისე არ დამთავრდება ჩვენი თაობა, რომ ის ერთი დღე, ის 14 აგვისტო, არ გამოვისყიდოთ და კიდევ არაერთი სიმართლე არ ვთქვათ ამ ომის და ყველა ომის წინააღმდეგ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge