დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ვლადიმერ პუტინი ჯიუტ ალექსანდრე ლუკაშენკოს იმ დონემდე მიიყვანს, რომ თვითონ "ბატკა" სთხოვს - მიშველე და ხელს მოგიწერ ყოველგვარ ინტეგრაციაზეო“ 14.08.2020 22:55

სიმონ კილაძის პოსტი:

 

ვკითხულობ ბელარუსის ამბებს:

 

მინსკში, მთავრობის სასახლესთან მდგარი "ომონ"-ისა და დემონსტრანტების "დაძმობილება" დაიწყო... მინსკის აეროპორტიდან სატრანსპორტო თვითმფრინავები რუსეთში მიფრინავენ და უკან ბრუნდებიან... რა მიაქვთ და რა მოაქვთ, არავინ იცის, "ბატკას" გარდა... თვითონ "ბატკამ" მოსახლეობას მოუწოდა, ქუჩებში ნუ გამოხვალთ და უცხოელ ნაბიჭვრებს ნუ აჰყვებითო... მინსკის ქარხნებში გაფიცვა გრძელდება - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მუშათა მოთხოვნები დააკმაყოფილა და დაჭერილები გამოუშვა... მოსკოვი კი სიტუაციას მდუმარედ უყურებს.

 

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ჯიუტ ალექსანდრე ლუკაშენკოს იმ დონემდე მიიყვანს, რომ თვითონ "ბატკა" სთხოვს - მიშველე და ხელს მოგიწერ ყოველგვარ ინტეგრაციაზეო. აი, თუ ასე მოხდება, მაშინ ვნახავთ სიტუაციის კულმინაციას. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვფიქრობ, რუსეთი არ დაუშვებს ბელარუსის თავისი ორბიტიდან გაშვებას. თუმცა ასეთ სიტუაციაში, წინააღმდეგობრივი ინფორმაციის საფუძველზე, პროგნოზირება რთულია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ